YES Georgia




„კრისტალის“ მორიგი სოციალური პროექტი ახალგაზრდებისათვის

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს 17-დან 25 წლამდე ასაკის, პიროვნული განვითარების, ბიზნესის მართვის ცოდნის მიღების და ახალი მცირე ზომის საწარმოს შექმნის სურვილის მქონე, ახალგაზრდების მიღებას „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქარელი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია.

 

 პროგრამა ხორციელდება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში. პარტნიორები არიან ‘’პროექტი ჰარმონია’’ (PH International Inc.) და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.

 

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლება-ტრენირებას. პირველ ეტაპზე მსმენელები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამუშაო უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნესის წამოწყების (ბიზნეს-გეგმა) და საინვესტიციო პროექტების მომზადება. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები დაფინანსდება.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით მითითებულ ქალაქებში. პროგრამით არ არის გათვალისწინებული მსმენელთა სამგზავრო და სასტუმრო მომსახურება. კურსი ჩატარდება 3 თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ ფილიალებში.

 

 კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 28 თებევრლის 17:00 საათამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:  სააპლიკაციო ფორმა

ინტერვიუზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.