სააქციო საზოგადოება “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.
„კრისტალის“ მისიაა ადვილად ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი, სწრაფი და მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების შეთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის.
ჩვენი საბოლოო მიზანია ჩამოვაყალიბოთ ფინანსურად მდგრადი, მაღალგანვითარებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და კლიენტებზე ორიენტირებული ფინანსური კომპანია, რომელიც ეფექტურად მოემსახურება და თანადგომას გაუწევს ეკონომიკურად აქტიურ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, ხელს შეუწყობს მათი ფინანსური თვითუზრუნველყოფის ამაღლებას, დაიცავს ოპტიმალურ ბალანსს კომერციულ და სოციალურ ამოცანებს შორის და გახდება წამყვანი მიკროსაფინანსო დაწესებულება საქართველოში.
|