“კრისტალის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი პროფესიონალი კადრები, მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა და ეფექტური კორპორატიული მმართველობაა.
ორგანიზაციის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრება, ხოლო კომპანიის საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება კრების მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
„კრისტალის“ ყოველდღიურ საქმიანობას და კომპანიის მთლიან პერსონალს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი.
კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური და რეგიონალური ფილიალების, სერვის-ცენტრებისა და მცირე მომსახურების პუნქტების მეშვეობით. გარდა ამისა, ორგანიზაციაში ფუნქციონირებს სხვადასხვა განყოფილებები (საკრედიტო, ფინანსური, რისკების მართვის, შიდა აუდიტის, მარკეტინგის, ადმინისტრაციული, სამეურნეო და ა.შ.), რომელთა მართვა ხორციელდება შესაბამისი მენეჯერების მიერ.
|