დღეისათვის “კრისტალი” თავის საქმიანობას ახორციელებს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, სამეგრელო, გურია, სვანეთი) და ქალაქ თბილისში. სამოქმედო არეალი მოიცავს როგორც დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებს, ასევე სასოფლო დასახლებებს. „კრისტალის“ სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ქუთაისში, სადაც განთავსებულია ორგანიზაციის ძირითადი მენეჯმენტი და მართვის სტრუქტურები
აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ერთ-ერთი იშვიათი ქართული ბიზნეს კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი განლაგებულია არა დედაქალაქში, არამედ რეგიონში, ხოლო თბილისში ფუნქციონირებს ორგანიზაციის ერთ-ერთი რიგითი ფილიალი
აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მოქმედი მცირე მეწარმეთათვის, ვინაიდან ქვეყნის ფინანსური და საბანკო რესურსების უდიდესი ნაწილი კვლავაც დედაქალაქშია თავმოყრილი და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ბიზნესის განვითარებას რეგიონებში
“კრისტალი” ფლობს ოფისების ფართე ქსელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, თბილისი, ზუგდიდი, ფოთი, სამტრედია, ხონი, სენაკი, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მესტია. ახლო მომავალში დაგეგმილია სამოქმედო არეალის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი რეგიონების მოცვა.
„კრისტალის“ სტრატეგია ამ მიმართულებით არის სამოქმედო არეალის კონცენტრირება არა მსხვილ ქალაქებზე, არამედ პატარა რაიონებსა და სასოფლო დასახლებებზე, რათა რეგიონების მოსახლეობამ უშუალოდ ადგილზევე მიიღოს მაღალხარისხიანი და მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურეობა
|