ჯგუფური სესხები გაიცემა ცალკეული მიკრო-ბიზნესის მფლობელებისაგან შემდგარ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც სოლიდარულად ინაწილებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული სესხის დაბრუნებაზე. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 4-15 ადამიანისაგან (საშუალოდ ხდება 5-6 კაციანი ჯგუფების ფორმირება), რომლებიც კარგად იცნობენ და ენდობიან ერთმანეთს.
სესხის ოდენობა ჯგუფის ერთ პიროვნებაზე განისაზღვრება 200-დან 1,000 ლარამდე. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთია: 2%-3%. ხანგრძლოვობა: 4-12 თვე. ფინანსდება ძირითადად კომერციისა და მომსახურეობის სფეროები. ჯგუფური სესხების გაცემა და დაბრუნება ხდება ეროვნულ ვალუტაში. სესხის დაბრუნება წარმოებს ყოველთვიურად, თანაბარი გადახდებით.
აღსანიშნავია, რომ ძირითადად ჯგუფური სესხები გაიცემა ყოველგვარი გირაოს გარეშე, მხოლოდ ჯგუფური სოლიდარობის პრინციპის გათვალისწინებით.
|