Crystal
Home Page      Contacs      Site map Georgian versionEnglish version
საბეჭდი ვერსია

„კრისტალი“ მის სტაბილურ და გამორჩეულ კლიენტებს თავაზობს გრძელვადიანი საკრედიტო ხაზით მომსახურეობას. მოცემული სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციის წარმატებული კლიენტებისათვის, რომლებმაც კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობისას მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს და აქვთ არანაკლებ 3 წლის კარგი საკრედიტო ისტორია.

ხელშეკრულების ფარგლებში მეწარმეს საშუალება ეძლევა განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით, შეუზღუდავად გამოიყენოს კომპანიის ფინანსური რესურსები მისთვის საჭირო დროის ნებისმიერ მომენტში და გადაიხადოს პროცენტი მხოლოდ იმ მომენტისთვის გამოყენებულ (ათვისებულ) თანხაზე.

 საკრედიტო ხაზის ოდენობა: $ 30,000-მდე. სესხის პროცენტი არის მინიმალური არსებულ განაკვეთებს შორის, რომელიც ყოველი ბიზნესისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური ხანგრძლოვობა - 5 წელი. გადახდის გრაფიკი მთლიანად დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე. ფინანსდება ნებისმიერი სახის ბიზნესი იმ მეწარმეებისა, რომელთაც წინა სესხების ეფექტური გამოყენების შედეგად მიაღწიეს განვითარების მაღალ დონეს და აქვთ კარგი სასესხო ისტორიები