ორშაბათს, 18 აგვისტოს "კრისტალმა" განაახლა ფუნქციონირება ერთკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ. აღნიშნული შეფერხება გამოწვეული იყო საქართველოში 8 აგვისტოს დაწყებული რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, როდესაც ოკუპანტების მიერ დაიბომბა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა, მოხდა რამდენიმე ქალაქის დაკავება, ინფრასტრუქტურის გაძარცვა და განადგურება.
დღეისათვის მუშაობა განახლებულია კრისტალის 9 ოფისში. უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე კვირას ვერ იფუნქციონირებს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ფილიალები.
კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების გაწევის მიზნით, 15-17 აგვისტოს "კრისტალმა" ჩაატარა პირველი ჰუმანიტარული დახმარების აქცია. ქუთაისსა და წყალტუბოში მყოფ დევნილებს დაურიგდათ 5,000 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნები, ბავშვთა საკვები, პირადი ჰიგიენური ნივთები და სხვა საშუალებები. იგეგმება დახმარების ახალი ღონისძიებების ჩატარება მომდევნო დღეებშიც |