მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 2009 წლის 15 სექტემბერს (სამშაბათს) 13:00 საათზე სასტუმრო „რედისონ სას-ივერიაში“ (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1 ) მოაწყვეს საგარანტიო ფონდის ხელშეკრულების პრეზენტაცია.
აღნიშნული ფონდი საშუალებას მისცემს „კრისტალს“ საერთაშორისო ინვესტორებისაგან მოიზიდოს დამატებითი სასესხო კაპიტალი, რომელიც მოხმარდება მცირე ბიზნესის დაფინანსებას იმერეთში, სამეგრელოში, ზემო-სვანეთში, გურიასა და თბილისში.
პრეზენტაციაზე შედგა ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელსაც დაესწრნენ ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა, კერძო სექტორისა და მას მედიის წარმომადგენლები.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო: გასული 16 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, წლიურად 48 მილიონი დოლარის ღირებულების 40–ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები გამიზნულია საქართველოს დასახმარებლად და ქვეყნის თავისუფალ და განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ასეთი პროექტებია: ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას. |