Crystal
Home Page      Contacs      Site map Georgian versionEnglish version
საბეჭდი ვერსია

„კრისტალი“ გთავაზობთ სხვადასხვა სახის ფინანსურ მომსახურეობას, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს. სესხის აღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 18 წელს

ბიზნეს სესხები გაიცემა როგორც არსებული საქმიანობის გასაფართოვებლად, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად. სესხების მოცულობა მერყეობს 100-დან 30,000 აშშ დოლარამდე, 1,5%-3% საპროცენტო განაკვეთით თვეში, 5 წლამდე ხანგრძლივობით.

სესხის ოდენობა, ხანგრძლივობა, გადახდის გრაფიკი, გირავნობა და სხვა პირობები დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული ბიზნესის მდგომარეობაზე და თითოეულ კლიენტთან თანხმდება ინდივიდუალურად. სესხის გაცემის პროცედურები ორგანიზებულია მაღალ დონეზე და ხორციელდება მარტივად, სწრაფად (3-4 დღე) და მინიმალური დოკუმენტაციის მოთხოვნით

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი რისკიანობისა, სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი ორგანიზაციას დაბანდებული აქვს აგრარულ სექტორში (25%) და აპირებს კვლავაც ინტენსიურად შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას საქართველოში

გარდა ტრადიციული ბიზნეს-სესხებისა, 2004 წლიდან „კრისტალი“ თავის კლიენტურას თავაზობს სხვადასხვა სახის სამომხმარებლო სესხებს, მათ შორის: სესხები საცხოვრებელი ან კომერციული ფართის რემონტისთვის; სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის სწავლის ქირის დასაფარად; საქართვლოში ან მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა-დასვენებისთვის და ა.შ. ასევე ფუნქციონირებს უნივერსალური სესხების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 30%-იანი ოქროს გარანტიით შესაძლებელია სესხის აღება ნებისმიერი ფინანსური საჭიროებისთვის, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვების გარეშე

აქტიურად მოქმედებს სწრაფი განვადების პროგრამაც, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის საოჯახო ინვენტარის, ტექნიკის, ავეჯის, აპარატურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა განვადებით

შედარებით ახალი პროდუქტია იპოთეკური სესხები და ავტო-განვადება, რომლის ტესტირება წარმატებით განხორციელდა 2007 წელს და დაგეგმილია პორტფელის აქტიური ზრდა ამ მიმართულებით

„კრისტალი“ რეგულარულად ახორციელებს კლიენტთა საჭირეობების კვლევას, ფინანსური ბაზრის ანალიზს და შესაბამისად ახდენს არსებული სესხის პროდუქტების მოდიფიცირებასა და ახალი სასესხო პროდუქტების შეთავაზებას კლიენტურისათვის