ჩვენ შესახებ

სს მისო „კრისტალი“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც  თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.

კრისტალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის: მიკრო, საშუალო და აგრო სესხებს დამწყები და მოქმედი ბიზნესისათვის; სარემონტო და სამომხმარებლო სესხებს;  ვალუტის გაცვლის ოპერაციებს; გზავნილებს; კომუნალური გადახდის მომსახურებას და ა.შ.    

კრისტალი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქუთაისში (დასავლეთ საქართველო),  ძირითადად ორიენტირებულია რეგიონებსა და მოშორებულ ადგილებში მოღვაწე  მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებაზე.  2017 წლის მდგომარეობით, კომპანიის სესხის პორთფელის თითქმის 29% კონცენტრირებულია სასოფლო რეგიონებში.

   

„კრისტალის“ მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების, ასევე ფერმერების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი ბიზნეს პოტენციალის რეალიზებას, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.

„კრისტალის“ მიზანია გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მომხარებლებთან, მათთვის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე, ინოვაციური  და სწრაფი ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება და ეკონომიკური წარმატებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდება.

 

  • - პასუხისმგებლობა - პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც მიზნად ისახავს ჭარბვალიანობის თავიდან აცილებას; სოციალურ პასუხისმგებლობა მომხარებელთა, თანამშრომელთა, ბიზნეს პარტნიორთა, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე;
  • - გამჭვირვალობა - მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეადარონ ჩვენი ფასები და პირობები და გაეცნონ მოსალოდნელ საფრთხეებს. „კრისტალის“ ურთიერთობა მოხმრებლებთან, თანამშრომლებთან, ინვესტორებთან და ფართო საზოგადოებასთან ეფუძნება გამჭვირვალობის, გულწრფელობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
  • - პარტნიორობა - გრძელვადიანი  და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან და ინვესტორებთან. პარტიორებთან ურთიერთობისას, „კრისტალი“ მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ ინტერესებს.
  • - მისაწვდომობა - ხელმისაწვდომობა წარმოადგენს არსებითად მნიშვნელოვან ფაქტორსპროდუქტების შემუშავების და მიწოდების არხების შერჩევის დროს.
  • - ინოვაცია - ინოვაციისა და სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვა „კრისტალის“ და მისი  გუნდის მუშაობის ჩვეული სტილია. ჩვენ გვიყვარს ინოვაცია და ვახალისებთ კრეატიულობას. Innovation is life!

   

1995 წელს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაფუძვნდა  ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, რომელმაც 1998 წლის აგვისტოდან წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტო პროგარამა სულ რაღაც $10, 000 სასესხო კაპიტალით.

დონორებისა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, 2004 წელს ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ  მოხდა მიკრო-დაფინანსების პროგრამის სხვა საქველმოქმედო და სოციალური პროექტებისაგან დამოუკიდებელ,  ცალკე ერთეულად გამოყოფა.  სწორედ ამგვარად იღებს დასაბამს  ფონდი კრისტალი 2004 წლის აპრილიდან.  

2007 წელს, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა ფონდი კრისტალის ტრანსფორმაცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალად და მისი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. 

2011 წლის ოქტომბერს, ამერიკული საინვესტიციო ბანკი  “Developing World Markets” (DWM) გახდა მისო „კრისტალის“ პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი და აქციონერი.

   

კრისტალის“ მიერ 1998 წელს 10,000 აშშ დოლარის სასესხო კაპიტალით დაწყებული საქმიანობა 2017 წლისათვის ემსახურება 60,000-ზე მეტ მომხმარებელს, წარმატებით მართავს 150 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო პორთფელს; კომპანია ოპერირებს 50 ოფისის მეშვეობით საქართველოს 8 რეგიონში. 

კრისტალი არის პირველი ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო საბანკო კრედიტის მოპოვება (2003 წელი).

კრისტალი ასევე არის პირველი ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო საკრედიტო  (2003) და სოციალური რეიტინგი (2010).

მაღალი ინსტიტუციური სტანდარტების, სოციალური პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ზედმიწევნითი დაცვისათვის კრისტალმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება: პლატინის ჯილდო  (უმაღლესი პრიზი) MIX -საგან სოციალური საქმიანობის ანგარიშგებისთვის (2012 წელი); CGAP-ის ჯილდო ფინანსური გამჭვირვალობისთვის (2006 წელი); 2011 წელს კრისტალი აღიარებულ იქნა გამარჯვებულად კლენტთა დაცვის  ფარგლებში სმარტ კამპანიის (Smart Campaign) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ მარტივ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება“.

   

ფინანსური პარტნიორები:

კრისტალის ფინანსური პარტნიორებია ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორიცაა: EBRD, KfW, Commerzbank, IFAD, ResponsAbility SICAV, Developing World Markets, MicroVest, Oikocredit, IncofinGLS , Rural Impulse Fund, Credit Suisse Microfinance Fund, Symbiotics, Micro Credit Enterprises და სხვა ფინანსური კომპანიები.  

2011 წლის ოქტომბრიდან, ამერიკული საინვესტიციო ბანკი  “Developing World Markets” (DWM) წარმოადგენს მისო „კრისტალის“ პირველ ინსტიტუციონალურ ინვესტორსა და აქციონერს.

მყარი რეპუტაცია:

კრისტალი ცნობილია სერთაშორისო მიკროსაფინანსო ბაზარზე როგორც პასუხისმგებლიანი საკრედიტო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფინანსურ დაწესებულელებთან, განითარების სააგენტოებსა და საინვესტიციო კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობის  19-წლიანი წარმატებული გამოცდილება.

წარჩინებული საკრედიტო ისტორია:

კრისტალის  მთლიანი საკრედიტო მოღვაწეობის მანძილზე არ აღინიშნება ვალდებულებაზე ვადაგადაცილების თუ დაგვიანების არც ერთი ფაქტი.

   

კრისტალი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქართველოს ბაზარზე. ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი ზრდა ცალსახად მეტყველებს კრისტალის კონკურენტუნარიანობაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. კომპანიის პორთფელის ხარისხის მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოსა და კავკასიის მთლიან რეგიონში.  

პარამეტრები

2010

2011

2012

2013

2014

2015

სესხის   პორთფელი ($)

8,084,772

13,011,674

16,411,654

25,820,617

39,098,077

45,128,183.54

მთლიანი   აქტივები ($)

9,172,050

15,507,284

20,455,408

28,503,715

45,197,925

50,601,319

სესხის   საშუალომოცულობა ($)

1,461

1,457

1,300

1,223

1,035

1086

სასოფლო   კლიენტურა

42%

45%

47%

50%

52%

50%

PAR>30  

0.34%

0.23%

0.52%

0.48%

0.95%

1.31%

ჩამოწერილი   სესხები

1.8%

0.34%

0.56%

0.55%

0.60%

1.53%

ოპერაციულისტაბილურობა (OSS)

134%

137%

138%

124%

125%

125%

უკუგება   აქტივებზე (ROA )

8.10%

7.65%

7.94%

5.00%

5.20%

5.55%

აქტიური   სესხების #

7,511

12,317

17,101

27,094

47,829

47,234

თანამშრომელთა   #

100

124

162

249

336

494

ოფისების   #

15

16

16

22

27

31