სოც. პასუხისმგებლობა

სოციალური პასუხისმგებლობა სს მისო „კრისტალი“-ს ერთერთი მთავარი ღირებულებაა.

კრისტალის“ მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების, ასევე ფერმერების მხარდაჭერა ბიზნეს პოტენციალის რეალიზებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში.

„კრისტალის“ მიზანია გრძელვადიან პარტნიორობის დამყარება მომხარებლებთან, მათ საჭიროებებზე მორგებული გამჭვირვალე, ინოვაციური  და სწრაფი ფინანსურ გადაწყვეტილებების შეთავაზება და მომხმარებელთა ეკონომიკური წარმატებისთვის მნიშვნელოვანი განათლების უზრუნველყოფა.

ჩვენი გვსურს ვიხილოთ მზარდი საწარმოები და ბედნიერი მომხმარებლები, ამიტომ ვცდილობთ გამორჩეულები ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების ხარისხით არამედ ასევე სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენ გვწამს, რომ ჯანსაღი სოციალური საქმიანობა მოიცავს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს და ითვალისწინებს ჩვენი ბიზნეს საქმიანობის გავლენას  მომხმარებლებზე. ამრიგად, ჩვენი საქმიანობის წარმართვისას ჩვენ ვეყრდნობით ხუთ წამყვან პრინციპს, რომლებიც ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილია და აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.

 - პასუხისმგებლიანობა - პასუხისმგებლიანი        დაკრედიტება ფოკუსირებულია ჭარბვალიანობის თავიდან აცილებაზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე მომხარებელთა.თანამშრომელთა,ბიზნეს პარტნიორთა,საზოგადოებასა და გარემოს წინაშე

-  გამჭვირვალობა - მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეადარონ ჩვენი ფასები და პირობები და გაეცნონ დეფოლტის შედეგებს. „კრისტალის“ ურთიერთობა მოხმრებებლებთან, თანამშრომლებთან,დამფუძნებლებთან და ფართო საზოგადოებასთან ეფუძნება გამჭვირვალობას, გულწრფელობას და სამართლიანობას

- პარტნიორობა - გრძელვადიანი  და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან და დამფუძნებლებთან . პარტიორებთან ურთიერთობისას „კრისტალი“ მაქსიმალურად ითვალისწინებთ მათ ინტერესებს

- მისაწვდომობა - ჩვენი პროდუქტების შემუშავებისას, მიწოდების არხების შერჩევისას ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფაქტორია

- ინოვაცია - ინოვაციისა და სრულყოფისიკან მუდმივი სწრაფვა „კრისტალის“ და მისი  თანამშრომლების მუშაობის სტილია. ჩვენ გვიყვარს ინოვაცია და ვახალისებთ შემოქმედებითობას. Innovation is life!

 

თავის სოციალურ საქმიანობას ორგანიზაცია წარმართავს მისიის, საერთაშორისო სტანდარტების და ქცევის ნორმების შესაბამისად, რათა  სოციალური მიზნებისა და ამოცანების მიღწევისას უზრუნველყოს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

 

მომხარებლებთან მიმართებაში:

           - ჩვენი ხელშეკრულებები ნათლად ასახავს შეთანხმებულ პირობებსა და ვადებს

          - ორგანიზაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ეთიკურ ქცევას მომხმარებლებთან კლიენტთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად თანამშრომლები:

          - ჩვენ ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს ჩვენი თანამშრომლებისათვის

          - ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას და პატივისცემას, სადაც თითოეული თანამშრომელი გრძნობს პასუხისმგებლობას ორგანიზაციის საქმიანობასა და  რეპუტაციაზე.

            საზოგადოება:

          - ჩვენ ვეწევით საქველმოქმედო საქმიანობას საზოგადოების შეჭირვებული ნაწილისთვის (შშმ ბავშვები, ხანდაზმულები, იგპ და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა)

          - ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შეწირულობა იყოს გრძელვადიანი

 
გარემოს დაცვა

          - ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი გავლენა გარემოზე, და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი მიდგომების გავრცელებას.

          - დასუფთავების აქციები

          -ჩვენ არ ვაფინანსებთ შემდეგ ეკოლოგიურ და სოც. საქმიანობებს ->  აკრძალული სოციალურ-ეკოლოგიური საქმიანობები