სმარტ კამპანია

smart

Smart Campaign - არის მსოფლიოს მიკროსაფინანსო კომპანიებისგან შემდგარი გლობალური კამპანია, რომელსაც მიაჩნია, რომ კლიენტთა დაცვა არა მხოლოდ კარგი, არამედ გონივრული საქციელია. Smart Campaign უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსურის მომსახურებისთვის საჭირო საშაულებებითა და რესურსებით, რითაც ეხმარება ინდუსტრიას შეასრულოს მისი ორმაგი დანაპირები და გახდეს მიკროსაფინანსო სექტორში პასუხისმგებლიანი საბანკო დაფინანსების მოდელი.

Smart Campaign მიკროსაფინანსო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ჩაერთო. ეს იყო სწორი დრო კლიენტთა დაცვაზე ფოკუსირებისთვის, რადგან:

  • * კომპანიის მფლობელები,  საზოგადოება, მასმედია მიკროსაფინანსო ინდუსტრიისაგან ითხოვდნენ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას.
  • * რამოდენიმე ქვეყანა განიცდიდა ზედმეტ საკრედიტო დავალიანებას
  • * მედია რუტინულად სვამდა შეკითხვებს მიკროსაფინანსო ინსტიტუების რეალური გავლენის შესახებ
  • * მაღალი საპროცენტო განაკვეთი ინდუსტრიის რეპუტაციას რისკს უქმნიდა

ინდუსტრიის  სწრაფმა ზრდამ, ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლამ  მნიშვნელოვანი გახადა კლიენტთა დასაცავად ინდუსტრიული სტანდარტების დანერგვა. 2008 წელს მოკროსაფინანსო კომპანიები მთელი მსოფლიოდან   შეიკრიბნენ ნიუ იორკში, რათა განეხილათ დაკრედიტების „მავნე“  მეთოდები, როგორიცაა უპასუხისმგებლო დაკრედიტება და ფასებთან მიმართებაში გამჭვირვალობის დაბალი დონე. შედეგად დეკლარაციამ განაცხადა ქცევის კოდექსის საჭიროების შესახებ, რომელიც განსაზღვრავდა მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქცევას კლიენტთან მიმართებაში.

კლიენტთა დაცვის პრინციპები მრავალი წლის მანძილზე მუშავდებოდა. ისინი გამოხატავენ ეთიკის ნორმებსა და იმ ღირებულებს, რომლებსაც მრავალი კომპანია იცავს.

 წარმოგიდგენთ სმარტ კამპანიის შვიდ პრინციპს:

1.      პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება

შესაბამისი პროდუქტის დიზაინი და მიწოდება მოწმობს, რომ პროდუქტის დიზაინი შექმნილია კლიენტის საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით.

კომპანიამ უნდა:

  • * კარგად მოუსმინოს კლიენტს პროდუქტის დიზაინის პროცესის დაწყებამდე
  • * შეთავაზოს მოხერხებულობა და საიმედოობა
  • * შეთავაზოს მოქნილობა და გამჭვირვალობა
  • * შესაბამისი პროდუქტის დიზაინის შექმნისას და გადაცემისას გაითვალისწინოს ფინანსური მაჩვენებლები

2.      ზედმეტი საკრედიტო ტვირთის თავიდან აცილება

 

ზედმეტი ვალიანობა არის სიტუაცია, სადაც ფიზიკურ პირებს ნასესხები აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე  შეუძლიათ დაფარონ.

  • * კომპანიამ უნდა შეთავაზოს პროდუქტი, რომელიც არ დააზარალებს კლიენტს და არ შეუქმნის ისეთ ვითარებას, რომელშიც ის ვერ შეძლებს გადახდას.
  • * გამოიჩინოს სიფრთხილე და გავცეთ სესხის ის ოდენობა, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება სხვა სესხის აღების ან კლიენტის მიერ ღირებულ საგნებზე უარის თქმის გარეშე
  • * აცნობოს კლიენტს, რომ მას აქვს უფლება თავად აირჩიოს პროდუქტი ან უარი განაცხადოს პროდუქტით სარგებლობაზე.

 

3.      გამჭვირვალეობა

 

გამჭვირვალობა გულისხმობს პროდუქტისა და მომსახურების ყველა პირობის და ვადის კლიენტისათვის გასაგებ ენაზე შეთავაზებასს. 

  • კომპანიამ უნდა მიაწოდოს კლიენტს სრული ინფორმაცია, რათა მან შეძლოს გონივრული გადაწყვეტილების მიღება.
  • ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნას კლიენტისათვის მარტივ ენაზე. პროფესიული ჟარგონების გარეშე.                 

 

4.    გონივრული ფასდადება.

 

პასუხისმგებლიანი ფასთა განსაზღვრა გულისხმობს, რომ ფასების, პირობებისა და ვადების დადგენა ხდება როგორც კლიენტებისათვის ასევე ფინანსური ინსტიტუტებისათვის მისაღები გზით.

  • * ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ კლიენტს მივაწოდოთ ინფორმაცია სესხის ხარჯების, მისი უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ

5.   კლიენტების მიმართ სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა

 

            კომპანიამ უნდა:

  • * უზურნველყოს  კლიენტების დაცვას გაყალბებისა და შეცდომაში შეყვანისაგან, ტყუილისა და არაეთიკური მოპყრობისაგან
  • * თავაზიანად და სამართლიანიად მოეპყროს კლიენტებს
  • * უზრუნველყოს, რომ საკრედიტო სესხებთან და მათ ამოღებასთან დაკავშირებით გამოყენებული პრაქტიკა არის სამართლიანი, იცავს კლიენტის ღირსებას და ითვალისწინებს მის მდგომარეობას

6.      კლიენტების მონაცემთა დაცულობა

 

კლიენტის მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის პრინციპი გულისხმობს კლიენტის პირადი ინფორმაციის პატივისცემას კანონისა და  რეგულაციების შესაბამისად.

            კომპანია:

* გასცემს და ცვლის ინფორმაციას მხოლოდ უფლებამოსილ პირებთან, კლიენტის თანხმობის საფუძველზე
* უზრუნველყოფს კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობას კანონისა და რეგულაციების შესაბამისად
* უზრუნველყოფს მონაცემთა გამოყენებას იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოხდა ინფორმაციის მოძიება ან კანონით ნებადართული მიზნებისთვის.

 

7.   საჩივრების განხილვის მექანიზმი.

 

საჩივრების განხილვის პრინციპი გულისხმობს მომწოდებლის მიერ დროული და მოქნილი მექანიზმების გამოყენებას საჩივრების და პრობლემების დროული გადაჭრისათვის.

            კომპანიამ უნდა:

  • * აუხსნას კლიენტს თუ როგორ მოგვამრთოს საჩივრით და ვუზრუნველყოთ, რომ ეს პროცედურა იყოს მარტივი და ეფექტური
  • * დროული რეაგირება მოახდინოს შემოსულ საჩივრებზე
  • * გამოიყენოს აღნიშნული მექანიზმი, როგორც ინდივიდუალური პრობლემების გადასაჭრელად, ასევე პროდუქტებისა და მომსახურებების გასაუმჯობესებლად.