ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

 

 



ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” (კრისტალი) აცხადებს 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მიღებას „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, თელავი, დუშეთი, მარნეული, გორი, ქუთაისი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია, ხონი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი და ლანჩხუთი.

პროგრამა ხორციელდება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში. პარტნიორები არიან PH International”-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და კრისტალი.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის  უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნდა - ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას  კრისტალისგან.

კურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე კრისტალის ფილიალებში. კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: 

https://goo.gl/forms/v5ymbHrN66WziRng2

ინტერვიუზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (0 431) 25 22 44