სოციალური პროექტები

  • პროფესიული ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სოციალური საწარმო  „ ბაბალე“

პროექტი  მოიაზრებს სოციალურ საწარმოსა  და პროფესიული ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნას. სახელოსნო-არტ სალონში მოზარდები ღებულობენ  პროფესიული ინკლუზიური  სახელოვნებო სწავლებას და პარალელურად მუშაობენ არტ-სალონში ,სადაც იყიდება ხისაგან შექმნილი პროდუქცია სხვადასხვა სუვენირები. პირველ ეტაპისთვის, სოციალურ საწარმოში დასაქმებულია ორი შშმ სტაჟიორი.

 

  • მრავალპროფილური  პროფესიული და სასწავლო-სამკერვალო სოციალური საწარმო „თაირის-დიზაინი“-ს

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა, შეზღუდული შუსაძლებლობის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრების, სოციალურად დაუცველი ადამიანების პროფესიული უნარ–ჩვევების გაუმჯობესება და  დასაქმების ხელშეწყობა. მრავალპროფილურ სასწავლო-სამკერვალო სოციალური საწარმოში მკერავ-მოდელიორის პროფესიაზე 9 თვიან სასწავლო კურსს გადის14 წლის ასაკის ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 პირი.  საწარმო სთავაზბს საბავშვო ბაღენს საბავშვო-სადღესასწაულო ფორმების გაქირავების სერვისს.

 

  • სოციალური საწარმო „ფარშევანგი“

სოციალური საწარმო „ფარშევანგის“ მიზანია სოციალურად დაუცველი და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა. საწარმოში სხვადასხვა დიზაინის მისალოცი ბარათები მზადდება და  პროდუქციის დისტრიბუცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოქმედი 40 მაღაზიის საშუალებით ხორციელდება.