მიკროსაფინანსო ასოციაცია

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია აერთიანებს ქვეყნის წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს წევრი ორგანიზაციების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და სექტორის განვითარებას.

ასოციაციაში ფუნქციონირებს რამდენიმე კომიტეტი. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია “ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტი”, რომლის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამჭვირვალებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა სექტორში.

2013 წელს ასოციაციაში შემუშავდა ეთიკის კოდექსი, რომლის უმთავრესი მიზანია წაახალისოს წევრი ორგანიზაციების მისწრაფება ეთიკური ქცევის მაღალი სტანდარტებისკენ, ასევე გააძლიეროს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და დანერგოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ქმედითი მექანიზმები. “კრისტალი” აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში და ცდილობს ხელი შეუწყოს საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის დანერგვას სექტორში.

ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვას. თუ თვლით, რომ ასოციაციის წევრ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას დაირღვა თქვენი – როგორც მომხმარებლის – უფლება და პრობლემა არ მოგვარდა ორგანიზაციის დონეზე, შეგიძლიათ მიმართოთ ასოციაციას თქვენი განაცხადით.
საჩივრის წარდგენის წესი განსაზღვრულია ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტის დებულებით. იხილეთ ამონაწერი დებულებიდან:
5. საჩივრის წარდგენისა და განხილვის მექანიზმი:

5.1 ასოციაცია საკუთარ ვებ-გვერდზე www.microfinance.ge და დაბეჭდილი სახით გაავრცელებს მომხმარებლების მიერ საჩივრის წარდგენისა და განხილვის მექანიზმს;

5.2 საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე consumer@microfinance.ge  ან ასოციაციის ცხელ ხაზზე  ტელ: 295 12 11 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე) საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზემოქმედების კომიტეტის („კომიტეტის“) სახელზე;