სიახლეები

გლობალური ფულის კვირეული

გლობალური ფულის კვირეული

06 აპრილი 2017

ორშაბთს, 3 აპრილს სს მისო ,,კრისტალი“-ს თბილისის ვარკეთილის ფილიალში გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში და PH International-თან თანამშრომლობით, ჩატარდა სემინარი თემაზე: "პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელობა". მას გაუძღვა მისო ,,კრისტალი"-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე - ბატონი არჩილ ბაკურაძე და სემინარს დაესწრო 10 სკოლის 19 მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბებიდან.  

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის მეორე კვირას და აპრილის დასაწყისში იმართება. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში.

წლევანდელი კვირეულის დევიზი  იყო  ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე!’’- "Learn. Save. Earn!"

გლობალური კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს:  http://www.globalmoneyweek.org