სიახლეები

კრისტალი ხეების დარგვის აქციაში ჩაერთო.

კრისტალი ხეების დარგვის აქციაში ჩაერთო.

22 მაისი 2017

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“ www.aghadgine.ge  - ს მიერ ორგანიზებულ ხეების დარგვის აქციაში ჩაერთო. კომპანიამ ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე თითოეული თანამშრომლის სახელზე 800 ხე დარგო და ამ ფორმით წვლილი შეიტანა ტყის აღდგენის პროცესში.

აქცია ბორჯომის ტყეპარკის აღდგენას ისახავს მიზნად.  ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის თითქმის 250–მდე ჰექტარი განადგურდა. ეკოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის გამო, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას.

ჩაერთე კამპანიაში!
გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!
#აღადგინე #ბორჯომისტყე #დარგეხე