სიახლეები

ღამე მუზეუმში

ღამე მუზეუმში

01 ივნისი 2017

27 მაისს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში“, რომლის გენერალური სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ იყო.
ღონისძიებაზე სხვა ექსპონანტებთან ერთად, წარმოდგენილი იყო იარაღ-საჭურველი, რომლის გამოფენაც მუზეუმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა.
ღონისძიებაზე შედგა მუზეუმის მეგობართა ფონდის პრეზენტაცია.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა. წელს ეს აქცია 27 მაისს იმართება.