სიახლეები

ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი თბილისში

ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი თბილისში

05 ივნისი 2017

5 ივნისს,  10:00 საათიდან 15:00 საათამდე ,,ფაბრიკაში“ ფონდი კრისტალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, “PH International”-თან და მისო ,,კრისტალთან“ ერთად, მართავს ახალგაზრდების დასაქმების ფორუმს. ღონისძიება ,,საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის“ (YES Georgia) ფარგლებში ტარება. ფორუმის მიზანია შეიქმნას პლათფორმა დისკუსიისთვის, რათა შეფასდეს ახალგაზრდების დასაქმების ირგვლივ მიღწევები და გამოწვევები, გადაისინჯოს ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიები და პრაქტიკები და დაისახოს პრობლემის გადაჭრის ახალი გზები.

ფორუმს ესწრებიან არასამთავრობო, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, განათლების ექსპერტები.

ღონისძიების ფარგლებში პროექტები Yes Georgia, G4G და ZRDA მოაწყობენ პროექტის ბენეფიციარი კომპანიების და ორგანიზაციების საქმიანობის და შედეგების ექსპოზიციას.