სიახლეები

კრისტალის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო!

18 ივლისი 2017

კრისტალის საზაფხულო სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო!

გაქვს სურვილი:
 გაიგო მაქსიმუმ რისი გაკეთება შეგიძლია გაყიდვების სფეროში?
 სცადო ის რაც აქამდე არ გაგიკეთებია?
 გაატარო ზაფხულის 3 კვირა განსხვავებულად?
 მოხვდე იმ გუნდში რომელზეც ყველა ისაუბრებს?
 ჩაერთო შეჯიბრში და იბრძოლო გამარჯვებისთვის?

რა უნდა გააკეთო ამისთვის:
 ამისთვის შენი დაბადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 18 წელი;
 შეავსე აპლიკაცია 2017 წლის 31 ივლისამდე - გპირდებით დაგირეკავთ (ლინკი იხილეთ აქ: https://goo.gl/forms/WQhZbV2fBRUSEuJD3 ).
 თვალი ადევნე კრისტალის Facebook გვერდს - არ გამოგრჩეს სიახლეები.(ლინკი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/CrystalJscMfo ).
 მოდი შერჩევაზე - შეგრძნებით ყველაფერი შეგიძლია.
 მოგვყიდე საკუთარი სამუშაო ძალა - გაითვალისწინე მხოლოდ 20 - ს ვიყიდით.

რა ხდება:
 იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის საზაფხულო სკოლა 2017.
 სკოლაში შევარჩევთ მხოლოდ 20 მონაწილეს;
 პროცესი გაიმართება ქალაქ ქუთაისში, კრისტალის სათაო ოფისში;
 სწავლების ხანგრძლივობა იქნება აგვისტოს სამი კვირა;
 პროექტს გაუძღვებიან, კომპანიის ტრენერები, უმაღლესი რგოლის მენეჯერები და მოწვეული კონსულტანტები;
 სწავლა ორიენტირებული იქნება კომუნიკაციისა და გაყიდვის უნარის გამომუშავებაზე;
 პროცესი წარიმართება ინოვაციური და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
 საუკეთესო სტუდენტები გახდებიან კრისტალის გუნდის წევრები.