სიახლეები

კრისტალის მორიგი სოციალური აქტივობა ფონდი''ბილივის'' საქველმოქმედო საღამოზე.

კრისტალის მორიგი სოციალური აქტივობა ფონდი ''ბილივის'' საქველმოქმედო საღამოზე.

17 ივლისი 2017

2017 წლის 15 ივლისს ქ. ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა ფონდი “ბილივის” მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებას. ღონისძიებას, რომელიც ასევე მოიცავდა საქველმოქმედო აუქციონს და ჯაზის ქართველი ვარსკვლავის - მაია ბარათაშვილის მუსიკალურ ნაწილს, ესწრებოდა 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გალა საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე ახალგაზრდების მხარდაჭერას

ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, რომელიც სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური პროექტების მხარდაჭერასა და წახალისებას.