სიახლეები

კრისტალის  მწვანე დაფინანსების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა

კრისტალის მწვანე დაფინანსების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა

30 ივლისი 2017

კრისტალმა სტრატეგიულ მიზნად დაისახა საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდაში აქტიური წვლილის შეტანა, ამ მიზნით 28 ივლისს სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა მწვანე დაფინანსების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა.

კრისტალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური პარტნიორია ჰოლანდიის განვითარების ბანკი - FMO, რომლისგანაც მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს კრისტალი მიმართავს მწვანე დაფინანსებაზე. კრისტალმა დაიწყო მწვანე დაფინანსების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც, ბოლო 2 თვის განმავლობაში, საკონსულტაციო-პარტნიორული შეხვედრები გამართა მწვანე ეკონომიკის საკითხებით დაინტრესებულ მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან აკადემიური, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებიდან.

28 ივლისს კრისტალმა წარადგინა შეხვედრების  და კვლევების შედეგების პრეზენტაცია. მოწვეულის სტუმრების აქტიური ჩართულობით განხილულ იქნა არსებული სიტუაცია, მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სტუმრების მხრიდან არაერთხელ იქნა ხაზგასმული კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სს მისო კრისტალის გაყიდვების ქსელი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ არხს წარმოადგენს მწვანე დაფინანსებისთვის