სიახლეები

კრისტალის სასწავლო შეხვედრა

კრისტალის სასწავლო შეხვედრა

10 ივლისი 2017

სს მისო „კრისტალი“  ლიდერი კომპანიაა მიკროსაფინანსო სექტორში, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციებს, რათა მომხმარებლებს საუკეთესო პირობები შესთავაზოს.  ინოვაციური, გამჭვირვალე, ურთიერთსასარგებლო, ხელმისაწვდომი, პასუხიმსგებლიანი დაფინანსება კომპანიის უმთავრესი პრინციპია.

„კრისტალი“-ს მიერ დანერგილი სიახლეების მიმართ ინტერესი მაღალია სხვა ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. სწორედ ამიტომ, ბიეფსის ორგანიზებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა სასწავლო შეხვედრა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ;

შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა :ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია , დისტანციური დაკრედიტება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით , ინოვაციური საკრედიტო პროდუქტები

კომპანიის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა  კრისტალის უფროსი საოპერაციო ოფიცერი კახა გაბესკირია დაბიზნეს განყოფილების ხელმძღვანელ  სერგო ჯოლია; შეხვედრზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია სწრაფი სესხის პროდუქტის და ფერმერებისათვის პროდუქციის უზრუნველყოფით სესხის გაცემის მექანიზმების შესახებ;

შეხვედრაში  მონაწილეობას იღებდა 14 სომხეთის და 2 მოლდოვის წარმომადგელი.