სიახლეები

აგრო კლუბის საპრეზენტაციო შეხვედრა

აგრო კლუბის საპრეზენტაციო შეხვედრა

02 სექტემბერი 2017

 ,,აგრო კლუბი“-ს პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა პირველ სექტემბერს აბაშაში გაიმართა . შეხვედრის პირველი ნაწილი დახურულ სივრცეში მოწეყო, ხოლო მეორე ნაწილი ქალაქ აბაშასთან მდებარე ანჯელის სათესებში პრაქტიკული სწავლებით დასრულდა.

,,აგრო კლუბი'' წარმოადგენს საქართველოში მომუშავე აგრო ფერმერების გაერთიანებას, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გააზიარონ ცოდნა. კრისტალის მისიაა შეიქმნას სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ფერმერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით ამაღლებას, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კონსულტაციის მიწოდებას, რაც მათ შემდგომში დაეხმარებათ მაღალი ხარისხის და რაოდენობრივად მეტი პროდუქციის მოყვანაში. 

ფერმერთა კლუბი არის კრისტალის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება მომხმარებელებისთვის. კრისტალის პროექტ ''აგრო კლუბის''  მიზანია საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ფერმერების გარდაქმნა დიდი მეურნეობის ფერმერებად.

შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება და სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს მოიცავს. 

აგრო კლუბი - კრისტალი