სიახლეები

კრისტალმა საზაფხულო სკოლის 13 სტუდენტი დაასაქმა

კრისტალმა საზაფხულო სკოლის 13 სტუდენტი დაასაქმა

08 სექტემბერი 2017

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ს საზაფხულო სკოლის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სწავლების შედეგად პირველ ეტაპზე გამოვლინდა 13 წარმატებული სტუდენტი, რომელსაც "კრისტალმა" შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.

2017 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალმა" მეოთხედ გამართა საზაფხულო სკოლა, რომელიც მიზანად ისახავდა სტუდენტების სწავლებასა და დასაქმებას. სწავლა ორიენტირებული იყო კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარების გამომუშავებაზე, რომელიც წარიმართა ინოვაციური და უახლესი პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით. პროექტს უძღვებიდნენ "კრისტალი"-ს ტრენერები, უმაღესი რგოლის მენეჯერები და მოწვეული კონსულტანტები. 3-კვირიანი სწავლების შემდგომ საზაფხულო სკოლის 19 მონაწილიდან პირველ ეტაპზე 13 სტუდენტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

სს მისო „კრისტალი“ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც  თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში. 

მიკროდაფინანსების გარდა, სს მისო „კრისტალი“ უკვე 4 წელია ახორციელებს საგანმანათლებრო პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სწავლებას, გავითარებას, სხვადასხვა უნარების გამომუშავებას, სტაჟირებას და დასაქმებას.

სს მისო კრისტალი 2016 წელს ევროპის მიკროსაფინანსო დაჯილდოების მე-7 ღონისძიებაზე „განათლების ხელმისაწვდომობის“ სფეროში საუკეთესოთა შორის დასახელდა

მიმდინარე ეტაპზე კრისტალის 800-მდე თანამშრომელი 41 ფილიალისა და 12 სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება 70,000-მდე მომხმარებელს.