სიახლეები

სს მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას

სს მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას

18 სექტემბერი 2017

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“  მონაწილეების მისაღებად შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, თელავი, დუშეთი, მარნეული, გორი, ქუთაისი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია, ხონი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ლანჩხუთი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

· მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე

· ასაკობრივი დიაპაზონი 17-25 წელი

 პროგრამა ხორციელდება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში. პარტნიორები არიან PH International-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.

 ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამეწარმეო უნარებს და შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ბიზნეს პროექტები (საინვესტიციო მემორანდუმი). მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

 მონაწილეთა შერჩევა მოხდება  აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.  პროგრამით არ არის გათვალისწინებული მსმენელთა სამგზავრო და სასტუმრო მომსახურება. კურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ ფილიალებში.

 კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/GfSW4n0gV8IJDaBB2

ინტერვიუზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

კონტაქტი: ცხელი ხაზი: (0 431) 25 22 44; Facebook: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა