სიახლეები

კრისტალმა მიიღო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩის (Fitch) საკრედიტო რეიტინგი ’B’; სტაბილური.

კრისტალმა მიიღო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩის (Fitch) საკრედიტო რეიტინგი ’B’; სტაბილური.

21 სექტემბერი 2017

ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ მიიღო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩის (Fitch) საკრედიტო რეიტინგი ’B’; სტაბილური.

ფიტჩის“ (Fitch) პრეს-რელიზში, რომელიც ასევე საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა, ნათქვამია: „რეიტინგი ასახავს კრისტალის ბიზნეს-ფოკუსს მიკროსაფინანსო სექტორზე საქართველოს მაღალი რისკის ოპერაციულ გარემოში, კომპანიის ბოლოდროინდელ სწრაფ ზრდას, ბაზრისა და რეფინანსირების რისკებს უპირატესად უცხოურ ვალუტაში დაფინანსების გათვალისწინებით. ამავე დროს რეიტინგი გამოხატავს კრისტალის მყარ ფინანასურ პოზიციას და შედეგებს, რაც თავის მხრივ აისახება კომპანიის როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში“.

 კრისტალი არის საქართველოში და რეგიონში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა Fitch-ის რეიტინგი. არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტისთვის ეს საკმაოდ მაღალი შეფასება მოაქცევს კრისტალს საერთაშორისო ინვესტორების თვალსაწიერში და შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში.

სს მისო კრისტალის შესახებ:

*ერთერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში;

*ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი დარგების წამყვანი დამფინანსებელი;

*ინვესტორები: Developing World Markets - ამერიკის შეერთებული შტატები, Incofin/AgRIF - ბელგია/ჰოლანდია

*2007 წლიდან დღემდე გაცემული ჯამური კრედიტის მოცულობა შეადგენს 272 მილიონ ლარს;

*დაფინანსდა დაახლოებით 67,000 მიკრომეწარმე და 64,000 ფერმერი, რითაც ხელი შეეწყო 260,000 სამუშაო ადგილის შექმნასა ან შენარჩუნებას;

*ამჟამად კრისტალი ემსახურება 70,000-მდე მიკრო და მცირე მეწარმესა და ფერმერს;

*თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ფილიალში ასაქმებს 800-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს;

*ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობა - 12.8 მილიონ ლარზე მეტი;

*დღემდე საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებში დაბანდებული აქვს 500,000 ლარზე მეტი;

*2016 წლიდან USAID-ის მხარდაჭერით კრისტალმა ახალგაზრდების მეწარმეობისა და დასაქმების პროგრამა დაიწყო.