სიახლეები

კრისტალის აგრო კლუბის მეორე შეხვედრა

კრისტალის აგრო კლუბის მეორე შეხვედრა

21 სექტემბერი 2017

21 სექტემბერს სოფელ ქვიტირში რიგით მეორე აგრო კლუბის შეხვედრა გაიმართა! ამჯერად შეხვედრის თემა იმერეთის ამ მხარის სპეციფიკიდან გამომდინარე კიტრის, პომიდვრის და სალათების მოყვანა იყო. ამ მხარეში ყველაზე მეტად სასათბურე მეურნეობაა გავრცელუბი და სეზონურად გარე გრუნტზეც მოჰყავთ ბოსტნეული. 
მომხმარებლები კრისტალის/კარტლისის საერთო პროექტის ,,აგრო კლუბი“-ს შინაარსსა და მიზნების გაეცნენ. სემინარი კარტლისის აგრო ექსპერტმა ქ-ნ-მა ლელა გვასალიამ ჩაატარა. განხილული იქნა ყველა გავრცელებული ჯიშები შესაბამისი გარემო პირობებისთვის. 
სემინარის განმავლობაში დაისვა შეკითხვები, ნიადაგის ანალიზზე, უხმოსავლიანი ბოსტნეულის ჯიშებზე, გარე მებაღეობაზე და მოსავლის რეალიზაციაზე, რაზეც ამომწურავი პასუხები გაიცა. 

მომდევნო შევხდრა 21 სექტემბერს ,ქალაქ ზესტაფონში 11:00 სთ-ზე გაიმართება, სადაც შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართება და მთავარი თემა ვაზის მოყვანა იქნება.

აგრო კლუბის მეორე შეხვედრა