სიახლეები

კრისტალი ეროვნული მემკვირდეობისთვის

კრისტალი ეროვნული მემკვირდეობისთვის

22 სექტემბერი 2017

გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. კრისტალი აგრძელებს ეროვნული მემკვიდრეობის  საკონსერვაციო სამუშაოებს და მხარს უჭერს გეგუთის სასახლეში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებს.

17 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორცილებული ახალი საზოგადოებრივი პროექტის  "ემეგობრე მემკვიდრეობას’’ ფარგლებში გეგუთის არქეოლოგიურ სამუშაოებში ექსპედიციის წევრებთან ერთადმონაწილეობა მიიღო სს მისო კრისტალის’’ წარმომადგენლებმა. კრისტალი მუზეუმის გენერალური სპონსორი, მეგობართა ფონდის დამფუძნებელი და არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მხარდამჭერია.

გეგუთის სასახლე  ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლია, რომლის რეაბილიტაციაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულია კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა. ჩატარებულია რქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა IV –V და VI საუკუნეების ციხესიმაგრეთა ნაშთები, დაზუსტდა VIII-X საუკუნეებისა და თამარმეფის ეპოქის აგურის სასახლეთა გეგმის დეტალები, გაითხარა გვიანი შუასაუკუნეების მარნები და სხვა სამეურნეო ნაგებობები.

გეგუთის სასახლეში მიმდინარე ექსპედიციები მხოლოდ დასაწყისია და სს მისო კრისტალს უკვე დაგეგმილი აქვს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმთან ერთად მომავალ ექსპედიციებში აქტიური მონაწილეობის მიღება.