სიახლეები

კრისტალის აგრო კლუბის მესამე შეხვედრა

კრისტალის აგრო კლუბის მესამე შეხვედრა

25 სექტემბერი 2017

22 სექტემბერს, ზესტაფონში აგრო კლუბის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინტერაქციული შეხვედრა ვაზის მოვლა-მოყვანისა და შეწამვლის ტექნოლოგიებს დაეთმო. ყველაზე მტკივნეული თემა მომხმარებლებისთვის მავნებლების წინააღდეგ ბრძოლა აღმოჩნდა და შესაბამისად შეკითხვების დიდი ნაწილი ამ საკითხს ეხებოდა. კარტლისის ექსპერტებს წინასაწარ მომზადებული ვაზის შეწამვლის სქემა გააცნეს, რომელიც რეგიონების შესაბამისად იყო მომზადებული. 
როგორც წინა ორ შემთხვევაში აქაც ისმოდა შეკითხვები ნიადაგის ანალიზზე.
შეხვედრის დასასრულის აკიდოს პრეზენტაცია მოეწყო.  დარგის შესაბამისად საიტზე არსებული იმ თანამედროვე ტექნოლოგიების წარდგენა მოხდა, რომლის შეძენაც აკიდოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
კრისტალის აგრო კლუბის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს მოიცავს.