სიახლეები

''ისესხე გონივრულად'' კამპანია გრძელდება

03 ოქტომბერი 2017

2017 წლის ოქტომბრის თვეში „კრისტალი" უკვე მეოთხედ იწყებს მასშტაბურ ფინანსურ-საგანმანათლებლო კამპანიას „ისესხე გონივრულად", რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლებას და მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას.

„ისესხე გონივრულად" წარმოადგენს საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) მიერ 2014წლიდან დაწყებულ მასშტაბურ საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მოიცავს მარტივრეკომენდაციებსა და რჩევებს, ასევე კითხვებს, რომელსაც მომხმარებელმა უნდა უპასუხოს გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა შეძლოს სესხის აღება ნაკლები რისკით და მეტი პასუხისმგებლობით. 2017 წელს მასში ჩართულია ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანა და 26 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

ლინკი: http://mfc.org.pl/borrow-wisely-financial-education-campaign/