სიახლეები

კრისტალი ჯორჯიან ავტო კლუბის პარტნიორია!

კრისტალი ჯორჯიან ავტო კლუბის პარტნიორია!

06 ოქტომბერი 2017

სს მისო «კრისტალი» შპს «ჯორჯიან ავტო კლუბის» (GAC) პარტნიორია,რაც კრისტალის მიერ GAC-ის წევრობის ბარათებზე ეფექტურ 0% განვადებას გულისხმობს.

შპს “ჯორჯიან ავტო კლუბი” -GAC, კლუბის წევრებს სთავაზობს ავტომობილებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დახმარებას და ავტომფლობელების კომფორტზე მორგებულ სერვისებს საქართველოს მაშტაბით, 24 საათის განმავლობაში. კლუბის ტექნიკური დახმარების ჯგუფი გამოძახებიდან არაუმეტეს 40 წუთის განმავლობაში ადგილზე დაგეხმარებათ ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაში ან სირთულის შესაბამისად მოახდენს ევაკუაციას შესაბამის სერვისში.

GAC – სთავაზობს  მომსახურებას  სამი ტიპის ბარათით: Classic, Silver და Black. ბარათები მოქმედებს 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით. 

რატომ GAC-ი?

  • *ავტომობილებთან დაკავშირებული მომსახურებების კომპლექსური პაკეტი;
  • *მძღოლის კომფორტზე მორგებული ექსკლუზიური სერვისები;
  • *ოპერატიულობა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა – ტექნიკური დახმარების ბაზები საქართველოს მასშტაბით  11 ქალაქში;
  • *24/7 – სრული სერვის პაკეტი ყოველდღიურად,  24 საათის განმავლობაში;
  • *ეკონომიურობა – ექსკლუზიური ფასდაკლებები პროფილურ და არაპროფილურ სავაჭრო თუ მომსახურების ობიქტებში;