სიახლეები

კრისტალი ტრადიციულად TEDxTbilisi2017-ის სპონსორია!

კრისტალი ტრადიციულად TEDxTbilisi-ს სპონსორია!

20 ოქტომბერი 2017

TEDxTbilisi-ის მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. მოწვეული სპიკერები  საკუთარი კარიერისა და გამოცდილების შესახებ საუბრობდნენ და დამსწრე საზოგადოებას შთააგონებდნენ. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, სხვადახვა პროფესიისა და წარმომავლობის მქონე 14-მა მოწვეულმა სპიკერმა  ცხოვრებისეული გამოცდილებები გააზიარა , რამაც TedxTbilisi-ის ღონისძიება ძალიან საინტერესო,  მრავალფეროვანი,  ორიგინალური და ინსპირაცული გახადა.

სს მისო კრისტალი უკვე მესამე წელია TedxTbilisi-ს აფინანსებს. წელს კრისტალი TedxTbilisi-ს სივრცეში წარმოდგენილი იყო „მწვანე დაფინანსების“ პროექტის საინფორმაციო კუთხით. შეკრებილ საზოგადოებას  კრისტალი საინფორმაციო ბროშურის მეშვეობით აცნობდა „მწვანე პროდუქტების“ შინაარსსა და პრიორიტეტულობას,  ასევე საჩუქრად გადასცემდა  ოთახის მცენარეებს, რათა კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და ჟანგბადი შეეტანა მათ ცხოვრებაში.

საქართველოს მოსახლეობისათვის „მწვანე დაფინანსების“ პროდუქტების შექმნით, კრისტალის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, გახადოს მათთვის ხელმისაწვდომი ენერგო ეფეტური საყოფაცხოვრებო და საწარმოო საშუალებები და, რაც მთავარია, შეამციროს ბუნებაზე მომხმარებლური დამოკიდებულება  და უზრუნველყოს გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმალიზაცია.