სიახლეები

კრისტალის აგრო კლუბის შეხვედრა ზუგდიდში!

31 ოქტომბერი 2017

- იქნებ მოსავალი გადავარჩინოთ!
ამ სიტყვებით დაიწყო ერთ-ერთმა ფერმერმა ზუგდიდში აგრო კლუბის შეხვედრა. 
მიმდინარე წელს სამეგრელოს (და არა მარტო) მოსახლეობას თხილის მოსავალი თითქმის სრულიად გაუნადგურა ფაროსანამ სხვა მავნებვლებთან ერთად. ადგილიბრივი მოსახლეობის ძირითად შემოსავალს თხილი წარმოადგენს. თხილის მოვლა-მოყვანა და ფაროსანასთან ბრძოლა იყო შეხვედრის მთავარი თემა ზუგდიდში.
შეხვედრას საერთო ჯამში 40-მდე ადამიანი დაესწრო და ჩართულობაც შესაბამისად დიდი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ თხილის კულტურა სამეგრელოში ძალიან ბევრ წელს ითვლის, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები, განსაკუთრებით შეწამვლის სქემები, მეტწილად უცნობია მოსახლეობისთვის. ამას ემატება ახალ-ახალი დაავადებები და გარემო პირობები, რომელიც დამატებითი გამოწვევაა ფერმერებისთვის. სწორედ ამ მიდოგმების შეცვლის და ცოდნის ამაღლების მიზნით ვატარებთ აგრო კლუბის შეხვედრებს. ფერმერების თქმით ხშირ შემთხვევაში ვებრძვით სკეპტიციზმს და სიზარმაცეს, რომელიც არც თუ ისე სუსტი „მტერია“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ფერმერემა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ძალიან მოტივირებული ვარ და დავსახე ამოცანები, რაც იმედს მაძლევს, რომ ამ მძიმე მდგომარეობასთან გამკლავებას შევძლებთ“.
მიმდინარე კვირის ბოლოს, ზუგდიდში კარტლისის აკადემია აიღებს სტარტს, რომლის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ სერთიფიკატებს. ასეთ მომხმარებლებს კრისტალი განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს.