სიახლეები

ტრენინგი კრისტალის მომხმარებლისთვის

03 ნოემბერი 2017

ოქტომბრის თვეში ბათუმსა და ქობულეთში ტურისტულ ბიზნესში ჩართული კრისტალის კლიენტებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდა ტურიზმის სფეროში გამოცდილი სპეციალისტი მაია სიდამონიძე.
მიზანი მონაწილეებისათვის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. ასევე მონაწილეებთან განხილული იყო ბიზნეს გეგმის შედგენის წესები, მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა, პერსონალის შერჩევისა და მოტივაციის როლი ბიზნესის განვითარებაში.
ტრენერმა მონაწილეებს გაუზიარა მცირე რესურსით დამატებითი სერვისების შეთავაზების გამოცდილება, რაც შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.