სიახლეები

კრისტალი მხარს უჭერს ბერი ანდრიას ფონდს!

13 ნოემბერი 2017

2017 წლის 1 ნოემბერს თბილისში, ფილარმონიის დიდ დაკონცერტო დარბაზში, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი „სუხიშვილები“, „შვიდკაცა“ და ა.შ., მიზნად ისახავდა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერას. მისგან შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება ფონდის ახალი პროექტის "ბედნიერი სახლის" განხორციელებას, რომლითაც შეიქმნება კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

 ბერი ანდრიას ფონდი ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„კრისტალი“ წლებია, რაც მეგობრობს ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან და ეხმარება მას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში. ამჟამად, „ბედნიერი სახლის“ ასაშენებლად, კომპანიამ გადარიცხა 10,000 ლარი და მომავალშიც აპირებს ფონდის მხარდაჭერის გაგრძელებას.