სიახლეები

 „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და შრომითი სტანდარტები“

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და შრომითი სტანდარტები“

11 დეკემბერი 2017

 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG)  ორგანიზებით 30 ნოემბერს გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი  - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“. 

 ფორუმი მიზნად ისახავდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენას შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირებას.
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები საუბრობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ფორუმზე საკუთარი გამოცდილება წარადგინა საქართველოში მოქმედმა  ბიზნეს კომპანიებმა,რომლებიც დიდ ყურადღებას ანიჭებენ შრომით სტანდარტებს და ძალიან კარგი პრაქტიკა აქვთ დანერგილი ამ მიმართულებით.  ფორუმზე მომხსენებლებს შორის კრისტალის აღმასრულებელი თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძეც იყო.