სიახლეები

 ახალგაზრდული ინოვაციების ბანაკი

ახალგაზრდული ინოვაციების ბანაკი

14 დეკემბერი 2017

ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ გორის სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური განათლების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს.
ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში. პროექტში აქტიურად არის ჩართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და ოთხი კომერციული ბანკი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ თბილისის, ზუგდიდის, გორისა და ქარელის რეგიონებიდან. ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე წარმოადგენს იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიან ღონისძიებას, სადაც მონაწილეები მსჯელობენ ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებულ ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევებზე; ცდილობენ ეფექტური და ინოვაციური მეთოდებით გადაჭრან პრობლემები; სწავლობენ საკუთარი ბიუჯეტის მართვას და ხარჯების ეფექტურად დაზოგვის კულტურას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ინტენსიური კონსულტაციები საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან.