სიახლეები

კრისტალის სტიპენდიანტების დაჯილდოება

კრისტალის სტიპენდიანტების დაჯილდოება

22 დეკემბერი 2017

21 დეკემბერს კრისტალისა და ილიაუნის სამართლის სკოლის საერთო პროექტის ფარგლებში ორი სტიპენდიანტი გამოვლინდა. ისინი ერთი სემესტრის განმავლობაში, თვეში ერთხელ სტიპენდიას მიიღებენ. საუკეთესო კონკურსანტების შერჩევის პროცესში ჩატარდა ტესტირება და მაღალი ქულის მქონე სტუდენტებთან გაიმართა გასაუბრება. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და თანამშრომლობა ილიას უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდება. დაჯილდოების ცერემონიაზე სტუდენტებს კრისტალისა და ილიაუნის წარმომადგენლებმა მიმართეს:

“თქვენ ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპზე ხართ. თქვენი ჩართულობა და იურიდიული განათლება ქვეყნისთვის, რომელიც ახლა შენდება და ქმნის თავის წარმატების პრაქტიკას, არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამდენ კარგ იურისტს შევხვდი. თქვენ გაქვთ ჯანსაღი აზროვნება და ეს საზოგადოებას აუცილებლად წინ წაიყვანს,”- მანუჩარ ჩიტაიშვილი, კრისტალის ინოვაციების უფროსი ოფიცერი.

“მე ძალიან ბევრი წახნაგი დავინახე თქვენში. სავარაუდოდ, ყველა თქვენგანი მომავალში სხვადასხვა მიმართულებას აირჩევს, მაგრამ ზუსტად ასეთ ღონისძიებებში იწრთობა ლიდერი. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს განვლილი გზა ჩვენთან ერთად,”- ირაკლი ფორჩხიძე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი.