სიახლეები

ევროპის მიკროსაფინანსო კვირეული

ევროპის მიკროსაფინანსო კვირეული

26 დეკემბერი 2017

2017 წლის ნოემბერში ქ. ლუქსემბურგში გაიმართა ევროპის მიკროსაფინანსო კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 66 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელმა.
ღონისძიების ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი იყო ევროპის მიკროსაფინანსო პლატფორმა, გაიმართა საინტერესო სესიები და დისკუსიები მსოფლიო მიკროსაფინანსო ინდუსტრიაში არსებულ აქტუალურ თემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით. მომხსენებლებს შორის იყვნენ ევროპის წამყვანი მიკროსაფინანსო ინვესტორები, დარგის ექსპერტები, საკონსულტაციო ფირმები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანიზაციები, საინვესტიციო ბანკები და ა.შ.
კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო „კრისტალის“ აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ძაძუა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება საკადრო პოლიტიკისა და მენეჯმენტის სისტემების კუთხით. სესიის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც ისაუბრეს თანამედროვე კომპანიების HR სტრატეგიისა და მთავარი გამოწვევების შესახებ.