სიახლეები

 მე მჯერა სანტა კლაუსის!

მე მჯერა სანტა კლაუსის!

16 იანვარი 2018

  პროექტი „მე მჯერა სანტა კლაუსის’’ ბევრ გულისხმიერ კომპანიას  და კეთილ მოხალისეს აერთიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების სანტები ხდებიან და მათ საახალწლო სურვილებს ასრულებენ. 

  აღნიშნული კამპანია  ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა და პარტნიორმა ფონდმა ,,ბილივმა“ 2015 წელს  დაიწყო და მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ბავშვების ახალი წელი დაუვიწყარი და ბედნიერებით აღსავსე გახადოს.  მათი  სურვილები ხშირად ასეთია: სათამაშო მანქანები,  თოჯინები, წიგნები, შოკოლადები და ა.შ

  „მე მჯერა სანტა კლაუსი 2017-ის“ ფარგლებში 168 ბენეფიციარის სურვილი მოხვდა და პროექტს მრავალი  კომპანია შეურთდა.
წელს,  „კრისტალში“ ფოთში მცხოვრებ 9 სოციალურად დაუცველი პატარის საშობაო წერილი მივიღეთ და გავხდით მათი სურვილების ახდენის და საჩუქრების დარიგების ჯადოსნური პროცესის მონაწილენი.