სიახლეები

 კრისტალმა 10 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

კრისტალმა 10 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

06 თებერვალი 2018

ფიტჩის“ (Fitch) მიერ სს მისო კრისტალისთვის მინიჭებული გრძელვადიანი ‘B’რეიტინგის საფუძველზე,  კომპანიამ წარმატებით განახორციელაარასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისია. ობლიგაციების ვადად განისაზღვრა 2 წელი, 2019 წლის დეკემბრამდე.  კუპონი კი,  რომლის გადახდა უნდა მოხდეს ყოველკვარტალურად, შეადგენს  ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და 450 საბაზისო ერთეულის ჯამს. 
კრისტალს მიენიჭა გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის, ასევე მოკლევადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი - ‘B’ დონე (სტაბილური პერსპექტივა).
კრისტალის მიერ მიღებული ემიტენტის დეფოლტის „B” რეიტინგი ასახავს კომპანიის ბიზნეს-ფოკუსს მიკროსაფინანსო სექტორზე საქართველოს მაღალი რისკის ოპერაციულ გარემოში, კომპანიის ბოლოდროინდელ სწრაფ ზრდას, ბაზრისა და რეფინანსირების რისკებს, რომლებიც უპირატესად განპირობებულია უცხოურ ვალუტაში დაფინანსებით.   
რეიტინგი გამოხატავს  კრისტალის ჯანსაღ ფინანსურ პოზიციასა და დღემდე არსებულ შედეგებს, რაც თავის მხრივ,  აისახება კომპანიის აქტივების გამორჩეულ ხარისხში, მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაჩვენებლებში. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კრისტალი შემოიფარგლება მიკრო დაკრედიტებით საქართველოს მასშტაბით, რეიტინგში შემზღუდავ ფაქტორად გათვალისწინებულია მონოლითური ბიზნეს მოდელი.