
გზა სტაჟირებიდან ფილიალის ხელმძღვანელობამდე
„მე და კრისტალი ერთად გავიზარდეთ“ – გაიცანით ვახტან ფირცხალავა, ხონის ფილიალის ხელმძღვანელი
ის 21 წლის იყო, როცა კრისტალის მიერ გამოცხადებულ საკრედიტო ოფიცრის ვაკანსიას გაეცნო და მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სფეროში მუშობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მაინც დაინტერესდა, სცადა და სწორედ იქ აღმოჩნდა, საიდანაც მისი წარმატებისკენ მიმავალი გზა დაიწყო.
მაშინ, ამ ვაკანსიაზე უპირატესობა სხვა, გამოცდილ კადრს მიანიჭეს, თუმცა ვახოს ენთუზიაზმი და მონდომება, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მაშინვე მიიღო შეთავაზება, რომ საკრედიტო მიმართულებით სტაჟირება კრისტალში გაევლო.
სწორედ ამ დღიდან ჩაეყარა საფუძველი კომპანიაში სტაჟირების პროგრამას და ვახო აღმოჩნდა ის პირველი სტაჟიორი, რომელიც აგერ უკვე 18 წელია წარმატებით მიუყვება კარიერული განვითარების გზას.
განვითარება, გამჭვირვალობა, წარმატება, სანდოობა, სტაბილურობა – ამ ყველაფრის ერთობლიობაა მისთვის კრისტალი და ამიტომ მიუხედავად სხვადასხვა კონკურენტი კომპანიებისგან მრავალჯერ მიღებული შემოთავაზებებისა, არასდროს უფიქრია კრისტალის დატოვება.
18 წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის იყო საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო გუნდის ლიდერი, რამდენიმე ფილიალის მმართველი. დღეს ის კომპანიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ფილიალს ხელმძღვანელობს.
განვლილ გზას, მრავალწლიან გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებებს სიამოვნებით უზიარებს ახალგაზრდებს და აღნიშნავს, რომ არ დაიზარონ, როცა საქმე საკუთარ მომავალს ეხება, დაისახონ დიდი მიზნები, ჰქონდეთ განვითარების სურვილი და რაც მთავარია იშრომონ, რადგან სწორედ თავდაუზოგავი შრომა არის ის, რაც გამოწვევებით სავსე გზის წარმატებით გავლაში გვეხმარება