ქალაქი თბილისი
დეპარტამენტი საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგების სპეციალისტი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 27 ივლისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან საბანკო ანგარიშგების წარმოება, კერძოდ: რეპორტის მოთხოვნის შესწავლა; რეპორტის აწყობა; რეპორტის გაზიარება შესაბამის პირებთან;
- სხვადასხვა დანიშნულებით მონაცემებთა დამუშავება და ანგარიშგებების მომზადება;
- დეპარტამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსების ან აუდიტის სპეციალობით
- ფინანსისტად, აუდიტორად, ანგარიშგების სპეციალისტად (ფინანსურ სექტორში) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება
- სებ-თან საბანკო ანგარიშგების წარმოების გამოცდილება
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, განსაკუთრებით – Excel)
- ბიზნეს კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი უნარები)
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.