Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი ინვესტორებთან ანგარიშგების სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 27 ივლისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი 
  • ვაკანსიის რაოდენობა: 1 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის ინვესტორების ინდივიდუალური რეპორტინგ მოთხოვნების შესწავლა და მათთან შესაბამისი ანგარიშგების წარმოება; 
  • სხვადასხვა დანიშნულებით მონაცემებთა დამუშავება და ანგარიშგებების მომზადება; 
  • დეპარტამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ყოველდღიურ საქმიანობაში; 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსების ან აუდიტის სპეციალობით; 
  • ფინანსისტად, აუდიტორად, ანგარიშგების სპეციალისტად (ფინანსურ სექტორში) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისურ ენაზე ანგარიშგების წარმოების გამოცდილება; 
  • ინგლისური ენა – B2/C1 დონე; 
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, განსაკუთრებით – Excel) 
  • ბიზნეს კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი უნარები) 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.