Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი, ქუთაისი

დეპარტამენტი საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 27 ივლისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი ან ქუთაისი 
  • ვაკანსიის რაოდენობა: 1 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი პროდუქტის /პროცესის/ ინსტრუმენტის დანერგვის პროცესში შესაბამისი რისკების ანალიზის გაკეთება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება; 
  • არსებული პროცესების ინდივიდუალური შეფასებების გაკეთება, პროცესებში არსებული ყველა შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და მათი მიტიგაციის თუ მართვის მექანიზმებზე რეკომენდაციების მომზადება; 
  • საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების ხელშეწყობა, მათ შორის სემინარების/ტრენიგების ჩატარება; 
  • აუთსორსული მომსახურების რისკების ანალიზი და შეფასება და მართვა; 
  • KRI- პროცესის მართვა; 
  • რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის  (RED) აღრიცხვა და წარმოება; 
  • საოპერაციო რისკების ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება და რეპორტის მომზადება; 
  • შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება; 
  • კომპანიის ბიზნესს პროცესების შემუშავებაში და განახლებაში მონაწილეობა; 
  • პროგრამული უფლებების მატრიცის შემუაშვებაში მონაწილეობის მიღება; 
  • BCP-ტესტირებაში მონაწილების მიღება; 
  • ორგანიზაციის თანმშრომელთა მხარდაჭერა საოპერაციო რისკების საკითხების კუთხით და შესაბამისი კონსულტირება; 
  • უშუალო ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოპერაციო რისკების მართვის, კონტროლინგის ან აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • კანონებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • სავალდებულოა ინგლისურად დოკუმენტაციის წერისა და შემუშავების გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excell, MVisio); 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.