ქალაქი თბილისი
დეპარტამენტი DWH პროდუქტის მფლობელი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 27 ივლისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას DWH პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემთა საწყობის (Data Warehouse/Data Lake) განვითარების მიზნით ბიზნეს მოთხოვნებისა და ტექნიკური დავალებების ფორმულირება, სამუშაო პროცესების აღწერა და დოკუმენტირება;
- მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან IT პროექტების მართვის კუთხით და მონაცემთა მართვასთან დაკავშირებული საჭიროებების გადაცემა ტექნიკურ გუნდთან;
- მონაცემთა პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და პროგრესის კონტროლი;
- მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა, მონაცემთა საცავის არქიტექტურისა და ანგარიშგების სტრუქტურის სრულყოფა;
- DWH პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და საბოლოო შედეგების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემების დამუშავებისა ან/და IT პროექტებთან მიმართულებით;
- მონაცემთა საწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (ETL, მონაცემთა მოდელირება, ტრანსფორმაცია, შენახვა, BI);
- სასურველია გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
- ინგლისური ენა – B2/C1 დონე;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები ტექნიკურ და ბიზნეს გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.