სიახლეები

მეწარმეთა სივრცე - 2018!

მეწარმეთა სივრცე - 2018!

06 მარტი 2018

 „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა’’ (YES-Georgia) იწვევს ყველა დამწყებ მეწარმეს მეწარმეთა ფესტივალზე „მეწარმეთა სივრცე - 2018!“ ( “Entrepreneurs’ Space - 2018” ) .

 ფესტივალი, რომელიც 22 მარტს ‘’თბილისი სითი მოლში’’ გაიმართება, ერთ სივრცეში თავს მოუყრის  დამწყებ მეწარმეებს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებულ ახალბედა ბიზნესმენებს და ქალ მეწარმეებს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტი საშუალებას აძლევს სტარტაპებს მონაწილეობა მიიღონ მოცემულ ღონისძიებაში და საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ. ფესტივალის მონაწილეებს პროდუქციის გაყიდვის საშუალებაც ექნებათ.  

 ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ დამწყებ მეწარმეს შეეძლება, რომელიც ადვილად გადასაზიდ, მცირე ზომისა და არამალფუჭებად პროდუქციას აწარმოებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, რომელთაც აქამდე არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვა მსგავს ღონისძიებაში.

 მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია 10 მარტამდე შეავსონ აპლიკაცია ბმულზე: http://yesstartup.ge/ . აპლიკაციებს პროექტის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან და შერჩეულ სტარტაპ ორგანიზაციებს სპეციალურ მაგიდას და სივრცეს გამოუყოფენ საგამოფენო დარბაზში. მონაწილეობა უფასოა და პროექტს ფინანსურ მხარადჭერას უწევს სს მისო კრისტალი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). „პარტნიორები არიან “PH International”-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“.

მოდი დამწყებ მეწარმეთა ფესტივალზე, გააცანი შენი პროდუქცია საზოგადოებას და მიიღე კიდევ მეტი შესაძლებლობები ‘’მეწარმეთა სივრცეში’’!