სიახლეები

YES Georgia-ს ბენეფიციარები ახალგაზრდა მეწარმეთა ფესტივალზე

YES Georgia-ს ბენეფიციარები ახალგაზრდა მეწარმეთა ფესტივალზე

23 მარტი 2018

22 მარტს თბილისი მოლში მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. “მეწარმეთა სივრცეში”  წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები, რომლების უმრავლესობამ ახალი უნარჩვევების შეძენა და თავიანთი მცირე ბიზნესის დაწყება მისო კრისტალის, ფონდი „კრისტალის“, PH International-სა და USAID-ის მხარდაჭერით შეძლო. 

პროექტი YES Georgia (ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა)-ს ფარგლებში კრისტალის მენეჯმენტის მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად გაიზარდა ახალგაზრდების მიერ საწარმოების შექმნისა და მართვის შესაძლებლობები. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, მონაწილეებისთვის, კრისტალმა ასევე უზრუნველყო ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე.

პირველ და მეორე რაუნდებში დაფინანსდა 22 სტარტაპი, რომელთაგან 19 უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. შეიქმნა 63 ახალი სამუშაო ადგილი. პროექტით დაფინანსებულმა სტარტაპების გაყიდვებმა კი, 2017 წლის სექტემბერში, 40 ათას ლარს გადააჭარბა.