სიახლეები

ღამე მუზეუმში 2018

ღამე მუზეუმში 2018

23 მაისი 2018

19 მაისს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში“, რომლის გენერალური სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ იყო.ღონისძიება „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა’’ მოიცავდა დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერებას, წარმოდგენას მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციის „წარსულის მემკვიდრეობა’’,გამოფენას- „მუზეუმის კოლექციები’’,გამოფენას- „ქუთაისის სალონური ცხოვრება’'.


აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.